საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 170 წლისაა. 1845 წელს მას ოფიციალურად ეწოდა ბოტანიკური ბაღი. იმ დროისათვის ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის მ. ვორონცოვსა და სწავლულ დენდროლოგს ი. მედვედევს.

1 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საზეიმოდ აღინიშნა ეს თარიღი. იუბილეზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მივლინებული იყო მცირე დელაგაცია დირექტორის მოადგილის, ბიძინა ფერცელიძის, მთ. სპეციალისტის მარიამ მეტრეველის და დენდროლოგ ჯულიეტა ჯაყელის შემადგენლობით. მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნახუცრიშვილი, ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ნუკრი სიხარულიძე, საზოგადოების ცნობილი სახეები და მასმედია.

საიუბულეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იყო შემდეგი აქტივობები: ვიზიტიორთა ცენტრის გახსნა, იასამნების, სამკურნალო მცენარეების, საქართველოს "წითელი ნუსხის", ტროპიკულ მცენარეთა კოლექციების გამოფენა, წარმოდგენილი იყო XIX-XX საუკუნეების ფოტომასალა ბაღის არქივიდან და ახალი ნამუშევრები, ასევე ბაღის ტროპიკულ ორანჟერეაში და ძირითადი მარშრუტების დათვალიერება. სამეცნიერო სესია გახსნა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბაღის დირექტორი ნინო გოცაძე. ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელით, მისალოცი ადრესი და სასაჩუქრე პაკეტი გადასცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ ბიძინა ფერცელიძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ნუკრი სიხარულიძე, აკადემიურმა პერსონალმა წარმოადგინა მოხსენებები ბაღის ისტორიასა და თანამედროვე მიღწევებზე.
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ბათუმის ბოტანიკური ბაღს საჩუქრად გადასცა ჩვენი კოლექციისათვის ახალი ტაქსონები: Syringa vulgaris “Frau Berta Dammans”, Syringa vulgaris “Bogdan chmelnicki”, Syringa vulgaris „Moskovskaia krasavica”, Peperomia magnoliifolia “Variegata” (კალმების სახით), Asparagus meyri -ცოცხალი მცენარე.