2019 წლის 20-22 მაისს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ''საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაცის მიღწევები და პერსპექტივებ'', რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ და მოხსენებებით გამოვიდნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემდეგი თანამშრომლები: დავით ხარაზიშვილი - ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ჯულიეტა ჯაყელი - ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსი, ფერიდე ჩაიძე - ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების კოორდინატორი, ნინო მემიაძე - ადგილობრივი ფლორის და კონსერვაციის განყოფილების უფროსი, მარინე თათარიშვილი - დეკორატიულ მცენარეთა განყოფილების უფროსი, ნინო მანველიძე - ფიტოსანიტარიის განყოფილების უფროსი და გია ბოლქვაძე - ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტური განვითარების განყოფილების უფროსი.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოში მოქმედ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს,
სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელი შექმნასა და მისი საქმიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საკონსერვაციო აქტივობების შედეგების შეფასება და ანალიზი, ერთობლივი საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა და სტრატეგიული მიზნების მიღწევა, რომლებიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის და მისი განმხორციელების მექანიზმების შემუშავების პროცესში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს:

საქართველოს ნიკო კეცხოველი სახელობის ბოტანიკური საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოვიჟენი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN), ველური ბუნების დაცვის ფონდი (WWF), საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ქუთაისის ბოტანიკურიბაღი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია (ელკანა), სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების ცენტრი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.