''ბუნების შემოტანა ქალაქში'' მიძღვნილი ვარშავის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი

მიმდინარე წლის 9-15 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე და ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსი ჯულიეტა ჯაყელი მიწვეული იყვნენ ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) მიერ ორგანიზებულ მე -10 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონგრესზე.

2018 წლის მე - 10 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონგრესის თემა გახლდათ ''ბუნების შემოტანა ქალაქში'', რომელიც მიძღვნილი იყო ვარშავის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი. (BGCI’s 10th International Congress on Education in Botanic Gardens ''Bringing Nature to the City''. Celebrating the 200th anniversary of the University of Warsaw Botanic Garden).

ბოტანიკური ბაღების მე-10 საგანმანათლებლო კონგრესის 2018 წლის მთავარი თემა გახლდათ იმ პრობლემების ირგვლივ მსჯელობა, გამოცდილების და აზრთა ურთიერთგაზიარება, რომელიც დღეს მსოფლიო ბოტანიკური ბაღების მოღვაწეობის ერთ- ერთ ფუნდამენტს - განათლებას ბოტანიკურ ბაღებში წარმოადგენს, ის მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

- ქალაქის ბაღები: რას სთავაზობენ ქალაქის ბაღები მოსახლეობას? რა სახის სირთულეებს აწყდებიან ისინი (როგორ უპასუხებენ ისინი საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ გამოწვევებსა და უპირატესობებს);

- ახალი სასწავლო საჭიროებები: პრაქტიკული მიდგომები და ბოტანიკურ ბაღებში განათლების სფეროში გამოყენებული გადაწყვეტილებები, შემოქმედებითი რესურსები, რომელიც გამოიყენება განათლებისა და მისი შეფასების უფრო დახვეწილი ტექნოლოგიებით;

- საგანმანათლებლო ინიციატივები: თუ როგორ ჰქმნის ბოტანიკური ბაღი საკუთარი ორგანიზაციის გარეთ ქსელებს, ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ბოტანიკურ ბაღებს აქვთ დიდი პოტენციალი ხალხისა და ორგანიზაციების დასაკავშირებლად, რომლებიც მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი ''ჰაბი'';

- ფორმალური განათლების ხელშეწყობა: როგორ თანამშრომლობს ბოტანიკური ბაღები პარტნიორებთან, რომლებიც წარმოადგენენ ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემებს (სკოლები, მასწავლებლები და ა.შ.)? როგორ გავლენას ახდენენ კურიკულუმებსა და სამთავრობო საგანმანათლებლო პოლიტიკაზე. ეს სესია ორიენტირებულია ბუნების კვლევის მეთოდებზე, შთაგონებებსა და ინოვაციებზე ფორმალური განათლების პროცესში;

- ახალი აუდიტორიის მიღწევა: ახალი აუდიტორიის მიღწევების მნიშვნელობისა და პროექტებთან დაკავშირებული კვლევების გაზიარება, რომელიც მიზნად ისახავს ახალი აუდიტორიის განვითარებასა და წარმატებას (მოიცავს ახალ აუდიტორიასთან მუშაობის ახალ და შემოქმედებით გზებს, ნაკლებად წარმატებულ პროექტებს, აუდიტორიის მიღწევებსა და ეფექტურ გზებს);

- გარემოზე ზემოქმედების შეფასება: მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის მე- 4 მიზანში გაწერილია ''მცენარეთა მრავალფეროვნების განათლება და საზოგადოების ინფორმირებულობა, მისი როლი მდგრადი საარსებო გარემოს შენარჩუნებისა და დედამიწაზე სიცოცხლისთვის''. ბოტანიკურ ბაღებში განათლება და საჯარო ჩართულობა უნდა განისაზღვროს ამ მიზნის მისაღწევად;

- განათლება პოლონეთის ბოტანიკურ ბაღებში: პოლონეთის ბოტანიკურ ბაღების წინაშე მდგარი პრობლემები საგანმანათლებლო საქმიანობაში. კონგრესის ეს, სპეციალური სესია მიეძღვნება ვარშავის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დაარსების 200 წლისთავს.

კონგრესის მუშაობის ფორმატში ორგანიზებული იყო პლენალური მოხსენებები, სიმპოზიუმები, სემინარები, ვორქშოპები, მრგვალი მაგიდები, მასტერკლასები.

დელეგატებს საშუალება ეძლეოდათ გაცნობოდნენ კონგრესის მთავარი სპიკერების: დოქტორ პოლ სმიტის (Dr. Paul Smith – BGCI, Secretary General) - ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (Botanic Gardens Conservation International-BGCI) გენერალური მდივანის; მერიენ კრესნის (Professor Marianne Krasny - Department of Natural Resources and Director of the Civic Ecology Lab at Cornell University) კორნელის უნივერსიტეტში სამოქალაქო ეკოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებლისა და დირექტორის ნიდერლანდების უნივერსიტეტის პროფესორის; ნიკო ვისინგის - (Nico Wissing - founder and owner of Greenm 2 and NL Green Label) Greenm2 and NL Green Label დამფუძნებლის; რიჩარდ დევერელის - (Richard Deverell is the fifteenth Director of Royal Botanic Gardens, Kew. He has devoted his career to leading innovative and ambitious improvements to public engagement and education) კიუს (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი) სამეფო ბოტანიკური ბაღის მე 15 დირექტორის; კრის ტოროგუდის (Dr. Chris Thorogood is Head of Science and Public Engagement at Oxford Botanic Garden and Harcourt Arboretum) ოქსფორდის ბოტანიკური ბაღისა და ჰარკურტის არბორეტუმის მეცნიერების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის; კშიშტოფ სპელიკის ( Krzysztof Spalik is a professor of botany in the Department of Molecular Phylogenetics and Evolution at the University of Warsaw) ვარშავის უნივერსიტეტის მცენარეთა მოლეკულური ფილოგენეტიკისა და ევოლუციის პროფესორის, ბოტანიკოსის მოხსენებებსა და დისკუსიებს.

ბოტანიკური ბაღების მე-10 საგანმანათლებლო კონგრესის ორგანიზატორებმა მეცნიერებს, პედაგოგებს, საზოგადოების სხვადასხვა კომუნიკატორებს მისცეს შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი კვლევების, ხედვების განვითარებასა და კონკრეტული ქმედებების სამომავლოდ განხორციელებისათვის.

მე-10 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონგრესის მთავარი ლოკაცია ვარშავის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი და ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი იყო.

ბოტანიკური ბაღების მე-10 საგანმანათლებლო კონგრესი წარმოდგენილი იყო 49 ქვეყნის 298 დელეგატით და 150 მოხსენებით, ამთაგან 69 პოსტერი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან კონგრესის მონაწილეების წინაშე წარდგინილი იყო მოხსენება და პოსტერი თემაზე: ''IUCN'' ''წითელი ნუსხის'' მერქნიან მცენარეთა ახალი საკოლექციო ნაკვეთის შექმნის კონცეპტუალური საფუძვლები და პროგრამული ღონისძიებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (''Conceptual fundamentals for creating new collection plot of the ligneous plants included in the ''Red List'' and program measures at Batumi Botanical Garden''). რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს ტონი ალისონმა (Tony Allison - Project Leader, US-Russia Environmental Education Exchange) ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ეკოლოგიური განათლების გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანერლმა, პატრიკ მალიგენმა (Patrick Mulligan- of Kew Royal Botanic Garden) კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა, ვენ ქსიანგუინმა (Wen Xiangying-Executive Director, BGCI China) - ჩინეთის BGCI - ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუნ-გიუ ბიემ (Jun-Gyu Bae- Korea National Arboretum. Division of Gardens and Education, Senior Researcher) - კორეის ეროვნული არბორეტუმის მეცნიერ თანამშრომელმა, ბენჯამინ ონგმა (Benjamin Ong- Faunder and Project officer) - მალაიას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტების დამფუძნებელმა და სხვებმა.

კონგრესის ორგანიზატორებმა დელეგატებს მისცეს საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში: ვარშავის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება, ეთნობოტანიკური გამოფენა, ბოტანიკური ექსკურსია კამპინოსკის ეროვნული პარკში (Kampinos National Park/Kampinoski Park Narodowy), კოპერნიკის მუზეუმში, საზეიმო ვახშამი, რომელიც კლასიკური მუსიკის ცოცხალი შესრულებით გაიმართა.

ბოტანიკური ბაღების მე -10 საგანმანათლებლო კონგრესის მუშაობის შედეგები შეაჯამა კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის ადმინისტრატორმა ჰელენ მილერმა.

ბოტანიკური ბაღების მე-11 საგანმანათლებლო კონგრესი ჩატარდება არგენტინაში, ბუენოს აირესში, 2022 წელს (BGCI’s 11th International Congress on Education in Botanic Gardens 2022 Argentina, Buenos Aires).