ქალაქ თბილისში, მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელს მეოთხედ იღებს მონაწილეობას.

ბაღის პავილიონში წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ეგზოტური მცენარეები, სხვადასხვა სახეობის გირჩა, ბაღის ბეჭდვური პროდუქცია (ფლაერები, წიგნები, თესლების სია, გაზეთი „ბოტანიკური ბაღი“) და სხვა.

გამოფენის დღეებში (14-16 აპრილი), გამოფენის სტუმრებს, საშუალება ექნებათ შეიძინონ ბოტანიკური ბაღის ინდივიდუალური, ორკაციანი და საოჯახო ერთთვიანი აბონიმენტები.

გამოფენის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრააა დაგეგმილი, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და დაინტერესებულ პირებთან.