საქართველო, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახით, 2016 წელს მონაწილობას მიიღებს ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2016 ANTALYA“ - ში, რომელიც მომავალი წლის 23 აპრილიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საბაღო გამოფენაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის პირველი იქნება.
დღეს, 14 აგვისტოს, ანტალიაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს გამოფენაში მონაწილეობის შესახებ; ამასთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას „EXPO 2016 ANTALYA“-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, რომლის თარგმანსაც ჩვენ გთავაზობთ:
„EXPO 2016 Antalya“-ში მონაწილეობის ხელშეკრულებას საქართველომაც მოაწერა ხელი.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სახელით, თამაზ დარჩიძემ და ექსპოს გენერალური მდივნის მოადგილემ მუჯაჰით შენგულმა.
2015 წლის ივნისის თვეში დაწყებული საქართველოს მონაწილეობის პროცესი, 13 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. საქართველოს წარმომადგენელმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ და ამავე ბაღის დირექტორის მოადგილემ, ლევან დავითაძემ ანტალიაში ვიზიტისას ინფორმაცია მიიღეს საგამოფენო სივრცის, პროექტისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ. საქართველოს წარმომადგენელმა დარჩიძემ განაცხადა, რომ მას ძალიან მოეწონა პროექტი.
120 წლიანი ბოტანიკური მემკვიდრეობა (იგულისხმება თანამედროვე ბაღის ტერიტორიაზე არსებული პირველი ბაღების ასაკი) ექსპოზე 120 წლიანი ისტორიის მქონე (იგულისხმება ასაკი ბაღის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ბაღების გათვალისწინებით) ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ განაცხადა, რომ მას ძალიან ახარებს მეგობარ და მოძმე თურქეთში ორგანიზებულ ექსპოში ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონაწილეობის ფაქტი. დარჩიძემ აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებით მოეწონა „ყვავილისა და ბავშვის“ თემა და ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაგებობების პროექტები, რაც წარმატებული იქნება.
დარჩიძის განცხადებით: „ვფიქრობ, რომ ყველასთვის განსაკუთრებული პროექტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. ასევე მოგვეცემა შესაძლებლობა გავცვალოთ ინფორმაცია ეკოსისტემების შესახებ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველად იღებს მონაწილეობას მსგავს ექსპოში. შეთანხმების ხელმოწერით, ექსპოსთან ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო. ეს ფაქტი კი ძალიან გვახარებს“.
გენერალური მდივნის მოადგილემ მუჯაჰით შენგულმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, ექსპოზე საქართველო წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ბაღით, არამედ ხალხური ცეკვებითა და ადგილობრივი მომღერლების კონცერტებით. დელეგაციის ვიზიტი „EXPO 2016 Antalya“-ს საგამოფენო სივრცის დათვალიერებით დასრულდა“.