,,ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი" - ამ ნომინაციით ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე, ,,მაგნოლია 2015"-ზე დაჯილდოვდა.

ფორუმი, 22 დეკემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში, წელს პირველად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე სულ17 ნომინაცია იყო წარმოდგენილი, მათ შორის საუკეთესო სასტუმრო, ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მარშრუტი, საუკეთესო გიდი და საუკეთესო სასტუმრო სახლი სოფლად. გამარჯვებულები პროექტის "იდუმალი სტუმარი", ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის, ონლაინ დაჯავშნის რესურსების "BOOKING.COM" და "Trip Adviser" მომხმარებლების შეფასაბებით გამოვლინდნენ.

ტურიზმის რეგიონალურ ფორუმს-"მაგნოლია-2015" ტურიზმში დასაქმებული კერძო კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერეთად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაძეც დაესწრო, რომელსაც გადაეცა, როგორც ნომინაციაში გამარჯვებულის, ისე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის სიგელი, - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერისათვის.