საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში ჩატარებული III სამეცნიერო კონფერენცია ,,ბიომრავალფეროვნება და საქართველო” ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენცია 18 - 19 მაისს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა. კონფერენცია მოიცავდა 4 სექციას:

  1. ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ტურიზმი, ეკოლოგიური განათლება (ხელ-ლი თ. დარჩიძე);
  2. მცენარეთა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება და კონსერვაცია (ხელ-ები: შ. სიხარულიძე, თ. ბარბლიშვილი);
  1. მცენარეთა ინტროდუქცია, ადაპტაცია, მცენარეთა კოლექციები და მათი მართვა ( ხელ-ლი ფ. ჩაიძე);
  2. ეთნობოტანიკა, მცენარეთა დაცვა და ნიადაგმცოდნეობა, მეყვავილეობა და დეკორატიული მებაღეობა (ხელ-ლი ნ. ერაძე).


წარდგენილი მოხსენებები (თ. ვასაძე, მ. კანდელაკი, ლ. კოდანოვი, მ. დარჩიძე, ფ. ჩაიძე, დ. ვარშანიძე) და პოსტერი (მ. ჯაფარიძე) ნათლად ასახავდა ბიომრავალფეროვნების დღის თემატიკის ფარგლებში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას.

კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს საჩუქრად გადაეცათ 2 მონოგრაფია:

  1. ავი სენი და სამკურნალო მცენარეები (ავტორი: რ. ბიძინაშვილი)
  2. საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები (რედაქტორი: შ. სიხარულიძე)

და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციისათვის 12 ახალი სახეობა.