29 სექტემბერს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სამუშაო ვიზიტით ეწვია ბერლინ დალემის ბოტანიკური ბაღის კურატორი გერალდ პაროლი და მეთესლეობის სექტორის ხელმძღვანელი თომას დურბიე. სტუმრობის მიზანი ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობისათვის მოსაზრებების გაცვლა გახლდათ. სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ბაღის დირექტორთან და ხელმძღვანელ პირებთან, სადაც გაეცნენ ბაღში მიმდინარე ცვლილებებს, სამუშაო წლიურ პროგრამებს, მერქნიან მცენარეთა ინვენტარიზაციის მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოების შედეგებს და სამომავლო გეგმებს. გამოითქვა კმაყოფილება მიღწეული წარმატებების გამო. შეხვედრაზე მხარეებმა 2009 წელს გაფომრებული ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის ბაზაზე ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის წინადადებათა პაკეტს, რაც ითვალისწინებს 2015 წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით ბათუმში გასამართ საერთაშორისო ვორქშოფზე ბერლინის ბოტანიკური ბაღის ჩართულობას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბაღის ჰერბარიუმისა და მეთესლეობის ფონდს, შეფასთა რთული ვითარება და გამოითქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა. გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბაღის ინტროდუქციისა და ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების თანამშრომლებთან. სტუმრებმა მოინახულეს ბაღის სათბურები და გაეცნენ უკანასკნელი წლების ინტროდუქციისა და კონსერვციის შედეგებს.
ვიზიტის დასრულებამდე გერმანელ სტუმრებთან ერთად ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი ფლორის განყოფილების თანამშრომლების მოაწყობენ სამუშო გასვლებს აჭარის დაცულ ტერიტორიებსა და მაღალმთიანეთში.