დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ბათუმში თურქეთის ვიცე-კონსული საით ფაიქ გულშენი ესტუმრა.

ბაღის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და სტუმარმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას და ამ საქმეში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სერიოზულ წვლილს. ითქვა, რომ სწორედ ბათუმის ბოტანიკური ბაღია ის უპირველესი ტურისტული დათვალიერების ობიექტი, რომელსაც ყოველწლიურად თურქეთის რესპუბლიკის ათაეულ ათასობით მოქალაქე სტუმრობს და აქ, მათ ხვდებათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დახვეწლი ტურისტული სერვისები, გამართული საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებები, კვების ბლოკი და სხვა.

საუბარი შეეხო თურქეთის ბოტანიკურ ბაღებთან ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამომავლო თანამშრომლობის და მათთან კავშირების დამყარების საქმეში გენერალური საკოსულოს ჩართულობის საკითხებს.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს, 2016 წელს, ქ. ანტალიაში დაგეგმილ ბოტანიკური ბაღების და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და პერსპექტივებზე.