2016 წლის 16-18 თებერვალს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა საერთაშორისო სემინარი: „ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დადგენა საქართველოში“.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ოთხი ქვეყნის (საქართველო, ინგლისი, თურქეთი, სომხეთი) 25 მონაწილე.

სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაძე.

სემინარზე საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ: სუზან შეროკი (BGCI)- მცენარეთა კონსერვაციის გლობალური პროგრესის მიმოხილვა; ბენ მაკკარტი (Plantlife International) - IPA (ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიები)-ს როლი მცენარეთა კონსერვაციაში და კავშირები კონსერვაციის ჩარჩოებთან; IPA კრიტერიუმები და მეთოდოლოგია; ბოტანიკური სიმდიდრის იდენტიფიკაციის მეთოდები; თინა ბარბლიშვილი (NBGG) - საქართველოს NBSAP (ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები) გაცნობა და ბოტანიკური ელემენტების განხილვა; მცენარეთა კონსერვაციის პროექტები საქართველოში და მათი წვლილი IPA-ს იდენტიფიკაციის საქმეში; კახა არცივაძე (ზურმუხტის გუნდის ლიდერი, NACRES) - ზურმუხტის ქსელის მიმდინარე სტატუსი საქართველოში; მაია ახალკაცი (ბოტანიკის ინსტიტუტი) - NATURA 2000 მგრძნობიარე ჰაბიტატები საქართველოში; ქანან ორჰუნი/უმბერტო გალო ორსი (რუბიკონი) - IPA იდენტიფიკაცია და კონსერვაცია თურქეთში; ანა ასატრიანი (სომხეთი) - IPA იდენტიფიკაცია და კონსერვაცია სომხეთში.

3 დღის განმავლობაში მუშა ჯგუფებში მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები და პრაქტიკული მიმართულების სამუშაოები შემდეგ საკითხებზე: IPA მონაცემთა ბაზის გაცნობა; საქართველოში პოტენციური IPA არეალების წინასწარი სიის შედგენა; IPA-სთვის კონსერვაციის დაგეგმვა (როგორი რეკლამირება ექნება - წიგნები, ბროშურები, რუკები, პოსტერები, ტვ, რადიო).

სემინარის მუშაობა შეჯამდა დასკვნით სხდომაზე და მიღებულ იქნა შესაბამისი რეზოლუციები და რეკომენდაციები.

სემინარის დასკვნით დოკუმენტში ცასახად გაესვა ხაზი იმას, რომ სემინარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP) კავკასიის მიზნების/მოქმედებების აქტივობა F-ის განხორციელებაში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცენარეთა კონსერვაციის რეგიონული სტრატეგიის განვითარებას საქართველოში და საქართველოს NBSAP-ის შესრულებაში.

აღინიშნა, რომ ამგვარი სემინარების მეშვეობით BGCI (მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭო) მიზნად ისახავს გააძლიეროს არსებული ინიციატივები და შეკრიბოს მთავარი დაინტერესებული პირები და მეწილეები GSPC სპეციფიკური მიზნების განხორციელების პროგრესის დაჩქარებისათვის.

სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრები გაეცვნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის კოლექციას და ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებს, რომლის შემდეგაც გაემგზავრნენ სოფ. მახუნცეთის მიდამოებში, როგორც სამომავლოდ ერთ-ერთი ბოტანიკურად მნიშვნელოვანი არეალის კანდიდატი ჰაბიტატის დასათვალიერებლად.