მიმდინარე წლის 27 მარტს, 15:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გეპატიჟებათ კამელიების გამოფენაზე.

წარმოდგენილი იქნება იაპონური კამელიების 78 ჯიში და ბოტანიკურ ბაღში მიღებული 30- მდე ჰიბრიდული ფორმა.

გამოფენა გაიმართება იაპონურ ბაღში.

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

უახლოესი შემოსასვლელი უღელტეხილის და ჩაქვის მხრიდან.