ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიწის ნაკვეთის პრეზენტაციაზე, ალპური ბოტანიკური ბაღის შესახებ პრეზენტაცია ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორმა, ზურაბ მანველიძემ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ წარადგინეს.
ალპური ბაღის მშენებლობა და განვითარება მიმდინარეობს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი", შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
ალპური ბაღის მშენებელობას ასევე აფინანსებს შპს "აჭარისწყალი ჯორჯია".