ბოტანიკურ ბაღში ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავლის აღება დაიწყო. დაახლოებით 15 ტონამდე სხვადასხვა სახის ციტრუსს („ციტრუს უნშიუ“ - 11 ტ; შედოკი „მსხლისებრი“ – 500 კგ; გრეიპფრუტი „დუნკანი“ – 500 კგ; გრეიპფრუტი „ნაცუ-მიკანი“ – 500 კგ; ფორთოხალი „ჰამლინი“ – 500 კგ; ფორთოხალი „ვაშინგტონ ნაველი“ – 2 ტ;) კომპანია „გორის საკონსერვო ქარხანა კულა“ შეისყიდის.

შემსყიდველს მიეცა ექსკლუზიური უფლება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ციტრუსოვანთა ნაყოფებიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებულ სხვადასხვა სახის პროდუქციას (ნატურალურ წვენები, მურაბები, ჯემები) თავისივე სარეკლამო, საიმიჯო ნიშნით „Kula“, რეალიზება გაუკეთოს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, 2015 წლის ტურისტულ სეზონზე.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ციტრუსოვანთა ნაყოფებისგან დამზადებულ გასაყიდ პროდუქციაზე იქნება მინიშნება, რომ იგი დამზადებულია ბათუმის ბოტანიკურ ბაღის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან;

მხარეთა შეთანხმებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზება მოხდება სპეციალურად გამოყოფილ, ხალხმრავალ სამ სხვადასხვა უბანზე.