2015 წლის 24 იანვარს, ქალაქ ქუთაისში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლესაც ხელი ბაღის დირექტორებმა, - თამაზ დარჩიძემ და ამირან ხვადაგიანმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს, გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციების გაცვლას მხარეთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროში, მცენარეთა კონსერვაციის და მცენარეთა ინტროდუქციის, მცენარეთა თესლების, კალმებისა და ნერგების ურთიერთგაცვლის საკითხებში, თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებში და ტურიზმის სფეროში.

საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად და განსახორციელებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირქტორმა ბოტანიკური ბაღების როლზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღების თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა რადიო "რიონის" ეთერითაც.