ბოტანიკური ბაღის შემდეგ, 26 დეკემბერს, გირჩების გამოფენა-გაყიდვამ ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გადაინაცვლა, სად საექსპოზიციოდ 50-ზე მეტი სახეობის გირჩა იყო წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, გვირგვინები და კომპოზიური ნაკეთობები. ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენა-გაყიდვას მეორე წელია მართავს.

28 დეკემბრიდან, აღნიშნული ნაკეთობები ერას მოედანზე, ბოტანიკური ბაღის საახალწლო ჯიხურში გამოიფინა, სადაც დაინტერესებული მომხმარებელი შეძლებს გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების შეძენას.