გამოიცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო შრომათა კრებული, რომელიც მიეძღვნა ბაღის დამაარსებლის ა. კრასნოვის ხსოვნას, კრებულში თავმოყრილია ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ა. კრასნოვის მშობლიური ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის ბოტანიკური ბაღისა და მშობლიური, ხარკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-სპეციალისტთა ნაშრომები. კრებულში წარმოდგენილია 21 სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის "მცენარეთა ინტროდუქციის" თემატური მიმართულების 5, "მცენარეთა კონსერვაციის" მიმართულებით 4, "ადგილობრივი ფლორის" მიმართულებით 2, "მეყვავილეობისა და დეკორატიული მებაღეობის" მიმართულებით 4. "მცენარეთა დაცვის მიმართულებით 1, "ისტორიული ცნობებისა და სიახლეების" თემატური მიმართულებით 5.

კრებული განკუთვნილია ბიოლოგიური და აგრარული პროფილის სტუდენტებისათვის, ბოტანიკოსებისათვის, ინტროდუქტორებისათვის, სელექციონერებისათვის, მცენარეთა დაცვის, გამწვანებისა და აგრონომიული დარგის სპეციალისტების ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

შრომათა კრებულის რეცენზენტები გახლავთ გიორგი ნახუცრიშვილი და შალვა სიხარულიძე