ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ძალისხმევით, ამ დღეებში, ბაღის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების სრული შემადგენლობა აღიჭურვა უახლოესი მოდელის რაციებით და შეიმოსა შესაბამისი უნიფორმით.

ახალი ფორმები აქვთ ელექტრომობილის მძღოლებსაც. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო დროს, მზარდი ტურისტული ნაკადების და ტურისტული სერვისების გაზრდის გამო, ბაღის ელექტრომობილთა რაოდენობა 6 ერთეულამდე გაიზარდა!