დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საქმიანი ვიზიტით ეწვევია თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის წარმომადგენელი ჰუსეინ შანლი, რომელმაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადასცა სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი ჰერბიციდი - 50 ლიტრი და სამუშაო ხელსაწყოები: ბენზოცელი - 30 ცალი, ბენზოხერხი - 3 ცალი, ბაღის მაკრატელი - 100 ცალი.

ბაღის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და სააგენტოს წარმომადგენელმა ჰუსეინ შანლიმ ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, იმ დადებით ტრადიციებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ, მცენარეთა დაცვის პროექტის ფინანსური მხარდაჭერისა და ბაღის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს ჰუსეინ შანლის, სპეციალური საპატიო სიგელი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ 2015 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, ბაღის ბიოუსაფრთხოების განყოფილების უფროსის, მირანდა წეროძის მიერ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელით წარდგენილ და გამარჯვებულ იქნა მცენარეთა დაცვის ხელშემწყობი პროექტი. პროექტი დაფინანსებული იქნა 23.659 აშშ დოლარით, რომლის ფარგლებშიც, 2016 წელს, ბოტანიკურ ბაღს მიზნობრივი ექსპლუატაციისთვის უსასყიდლოდ გადმოეცა: 50 ცალი შესასხურებელი აპარატი (პულივიზატორი); ბიოლოგიური პესტიციდი (Bacillus thuringiensis) - 200 ლიტრი; მავნებლის, მბეჭდავი ქერქიჭამიას (IPS TYPOGRAPHUS) წინააღმდეგ საბრძოლველად ფერომონის ხაფანგი - 50 ცალი; მავნებლის, მბეჭდავი ქერქიჭამიას (IPS TYPOGRAPHUS) წინააღმდეგ საბრძოლველად ფერომონი - 100 ცალი, სინფორმაციო დაფა - 4 ცალი.

შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, რომ ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობა, სამომავლოდაც გაგრძელდება.