2018 წლის 11 ივნისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღში დაიწყო მერქნიანი ხე-მცენარეების, ბალახოვნებისა და ყვავილების ეტიკეტირება.

დღემდე არსებულს, შეცვლის უფრო თანამედროვე, უჟანგავი მასალისაგან დამზადებული ეტიკეტები.

აღსანიშნავია, რომ ბაღის ისტორიაში, მსგავსი, მასშტაბური ეტიკეტირება პირველია და მისი მიზანია ტურისტულ სეზონს ბოტანიკური ბაღი შეხვდეს განახლებული საინფორმაციო ეტიკეტებით, რაც დამთვალიერებელს გაუადვილებს მცენარის შესახებ ინფორმაციის (მცენარის დასახელება, წარმოშობის ადგილი) მიღებას, რომელიც წარმოდგენილია ქართულ, ლათინურ და რუსულ ენებზე.