ევროპის ბოტანიკური ბაღების VII კონგრესის მუშაობის მე-2 დღეს, კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები იქნა განხილული, მართალია, უფრო გლობალური, მაგრამ ზოგადად ყველასათვის საყურადღებო.

კონგრესის ფარგლებში, ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე შეხვდა BGCI- გენერალურ მდივანს პოლ სმიტს და გლობალური პროგრამების კოორდინატორს სუზანი შეროკს; შეხვედრაზე განიხილულ იქნა ბათუმში, 2-4 ივნისს, გამართული საერთაშორისო სამუშო შეხვედრის შედეგები.

ბაღის დირექტორს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქონდა ევროპის ბოტანიკური ბაღების კონსორციუმის ერთ-ერთ კოორდინატორთან ელენი მალოუპასთან, სადაც განვიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მისწრაფებები ევროპის ბოტანიკური ბაღების ალიანსში გაერთიანებასთან დაკავშირებით. დაიგეგმა ამ მხრივ გადასადგმელი ნაბიჯები და აღინიშნა, რომ ეს საკითხი შესაძლოა განხილულ იქნას შემოდგომაზე დაგეგმილ კონსორციუმის სამუშო შეხვედრაზე.