ბათუმის ბოტანიკური ბაღი უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა. გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, დილიდან მობილიზებული იყო ბაღის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. თოვლისაგან გაწმენდილია ცენტრალური ტურისტული მარშრუტები; შეუფერხებლად მუშაობს ბაღის სალაროები და სასათბურე ნაგებობები.

ამ დროსისათვის უხვ ნალექს ბაღისათვის რაიმე სახის სერიოზული ზიანი არ მოუტანია. ბაღის ტერიტორიაზე თოვლის საფარი 25 სმ, ზოგიერთ ადგილებში კი 40 სმ-საც აღწევს.

ბაღი ყველა დროს მიმზიდევლია დამთვალიერებელთათვის, ზამთარში კი განსაკუთრებული ხიბლი აქვს მის პეიჟაზებს, ხედებს, პანორამულ გადასახედებს... სწორედ, რომ შესაფერისი დროა, როგორც რომანტიკული სანახაობის მოყვარულთათვის, ისე, ფოტო ხელოვანებისათვის. თითოეულ მათგანს აქ, ლამაზი და მიმზიდველი გარემო ელოდება!