დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა. იაპონურ ბაღში წარმოდგენილი იყო კამელიების 70-მდე ჯიში და 30-მდე ჰიბრიდული ფორმა. გამოფენაზე სტუდია ,,სამა"-ს მოცეკვავეებმა დამთვალიერებელს იაპონური ცეკვა წარმოუდგინეს. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეგობარმა თურქეთის რესპუბლიკიდან, ლევენთ სემერჯიმ დაინტერესებულ პირებს კამელიისგან ბონსაის დამზადების მასტერკლასი ჩაუტარა.

დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება უფასო იყო.