21 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ტყის დაცვის საერთაშორისო დღე, ამასთან დაკავშირებით, 2015 წლის 20 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩატარდა სემინარი: „აჭარის ტყის ეკოსისტემები“. სემინარი ჩაატარეს ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორებმა დავით ხარაზიშვილმა და ნინო მემიაძემ.

სტუდენტებს მიესალმა და ზოგადად, მათ ტყის დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

სემინარის შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილება.

ამავე დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღმა უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიისინსტიტუტი-ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახისწევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა) ბენეფიციარებს, რომლებმაც ბაღის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბაღში მცენარეთა საგაზაფხულო დარგვის ღონისძიებებში.