მიიწურა კიდევ ერთი წელი, ბოტანიკური ბაღისათვის მრავალფეროვანი, რთული და ამავდროულად მრავალმხრივი შედეგების მქონე. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, 2014 წელს:

- აშენდა ბაღში პესტიციდების თანამედროვე საცავი;

-სასათბურე მეუნეობაში მოეწყო ვენტილაციის სისტემა, ჩაირთო გათბობა, დამატებით დამონტაჟდა სტელაჟები;

- გაიხსნა სასათბურე მეურნეობის მეხილეობა-სელექციის ახალი სექცია;

- ზღვისპირა პარკში მოხდა სველი წერტილის ადაპტაცია შშმ პირთათვის;

- ფუნქციონირება დაიწყო მცენარეთა მაღაზია-სალონმა;

- გ. გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში მოეწყო სარიტუალო პოდიუმი;

- ტურისტულ მარშრუტებზე დაიდგა ახალი საინფორმაციო დაფები;

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაიწყო ეგზოტთა საკოლექციო ნაკვეთის წმენდა;

- დაიწყო მერქნიან მცენარეთა სრული ინვენტარიზაციის საველე სამუშოები;

- შეიქმნა ბაღის ფიტო და გეო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისიტემა;

- ბაღს უკვე გააჩნია მაღალი დონის ტოპოგრაფიული რუკა;

-ქვედა და ზედა პარკის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა პანორამულ გადასახედებს;

- დაინერგა ვიზიტიორთა გაბილეთიანების ახალი სისტემა;

-10 ერთეულით განახლდა კომპიუტერული ბაზა, დაიწყო დამოუკიდებელი სერვერული სისტემის მოწყობა;

- შეძენილ იქნა ახალი წინბორტიანი ტრაქტორი და ელექტრობუსი;

-შემოსასვლელებში, სალაროებსა და ელექტრობუსებში განთავსდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები;

-ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექცია შეივსო 34 სახეობისა და ფორმის 300-მდე მცენარით, მათ შორის 11 ახალი სახეობით;

- ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციაში მოხდა 4 სახეობის რეინტროდუცირება;

-ჰერბარიუმის ფონდი შეივსო 1000-მდე ახალი ფურცლით, ფონდისათვის შეგროვდა 200 სახეობის, 1500-ზე მეტი ფურცელი;

- ex situ კონსერვაციისათვის შეგროვდა და დაითესა კოლხური მუხის 2100 და პონტოს მუხის 370 თესლი, უხრავის 11 000, წაბლის 3 000, კაკლის 2700 ცალი თესლი;

- დაიშკოლა 1000-ზე მეტი 22 ადგილობრივი სახეობის თვითნათესარი;

- ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსო 66 ახალი წიგნით;

- ბაღის ყვავილოვანთა კოლექცია შეივსო 19 ახალი სახეობითა და ჯიშით, მოხდა 3 სახეობის რეინტროდუცირება, დაზუსტდა 122 სახეობისა და ჯიშის ყვავილოვან-ბალახოვანი მცენარე;

- ვარდების კოლექცია შეივსო 4 ახალი ჯიშით, კოლექციაში დაზუსტდა ვარდის 50 ჯიში;

-დაზუსტდა იაპონური კამელიის 78, ევგენოლის (მთის) კამელიის 9 ჯიში;

- ბაღის პარკებისა და დეკორატიული უბნებისათვის გამოყვანილ იქნა ზამთარსა და გაზაფხილზე მოყვავილე 11000 და ზაფხულმოყვავილე 20000 ცალი ერთწლოვანი ჩითილი;

-ბაღს გააჩნია ახალი დინამიური, სმარტფონებისა და ანდროიდებისთვის ადაპტირებული ვებ-გვერდი;

- ლაბორატორიულ კორპუსი შეივსო ახალი საოფისე ავეჯით;

-დაიწყო ბაღის წყალმომარაგების ავტონომიური სისტემის აღდგენა რეკონსტრუქცია;

-ზედა პარკში განთავსდა სტაციონალური ტელესკოპი;

- გამოიცა ბაღის თესლების სია (#41);

-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მიუნხენის ბოტანიკურ ბაღთან;

-განახლთა ურთიერთობები მინსკის, ბერლინ-დალემისა და ბონის ბოტანიკურ ბაღებთან;

-ჩატარდა ბაღის დაამარსებლის ა. კრასნოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სესია;

-გამოიცა ბაღის მოამბის 35-ე ნომერი;

-ბაღის შემოსავლებმა 1.5 მლ ლარს გადააჭარბა (მადგან 18% დათვალიერების საფასურის გარდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალია);

- ბაღს ეწვია 200 ათასი ვიზიტიორი;

-აღდგა ბაღის მომავალი განვითარებისათვის საჭირო სტრუქტურული ერთეულები;

-მოქმედება დაიწყო სამუშაო წლიურმა პროგრამებმა;

-მომზადდა ბაღისათვის აქტუალური 5 საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

- მოხდა 15 ტონადმე ციტრუსის მოსავლის უდანაკარგო აღება-რეალიზაცია;

- უსასყიდლოდ დაიბეჭდა 200 ათასი მეგზური ბაღის ვიზიტორთათვის;

-დაწესდა ბოტანიკური ბაღის სახელობის სამი სტიპენდია;

- ბათუმის ბოტანიკური ბაღში შედგა 6 საერთაშორო ვიზიტი (გერმანია, თურქეთი, უნგრეთი, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, აშშ), ასევე 5 სამთავრობო დელეგაციის ტუმრობა;

- ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, ჩატარდა ძირითადი მოძრავი მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია;

-25 ქვეყნის 70 ორგანიზაცია-დაწესებულებიდან მიღებულია 1012 ტაქსონის თესლი, 27 ქვეყანის 65 ორგანიზაციაში გაგზავნილია 1035 ტაქსონის თესლი;

- ციტრუსოვანთა კოლექცია შეივსო 7 ახალი ჯიშითა და ფორმით;

- ბაღის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღო 7 საერთაშორო სამეცნიერო კონფერენციაში, მათ მიერ მომზადებული იქნა 11 სამეცნიერო სტატია.

გარდა ზემოთაღნიშულისა, 2014 წელს, განხორციელდა ისეთი ღონისძიებებიც, რომლებმაც მიიპყრო ფართო საზოგადეობის ყურადღება და ბაღს გარკვეული წარმატება მოუტანა:

-ბოტანიკურ ბაღში დაიწყო საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის;

- ბაღმა დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვა საუკეთესო კუთხის ნომინაცია ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე;

- გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად მოეწყო ექსპედიცია „აჭარის მაღალმთიანი ეკოსისტემების თანამედროვე მდგომარეობა: შეფასებები და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“;

- ზღვისპირა პარკში მოეწყო ღია კინოჩვენებები BAFF-თან ერთად;

- ჩატარდა ფოტოკონკურსი, ველომარათონი, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები;

- ფართომასშტაბით ჩატარდა ბაღში არსებული ეგზოტური ხილისა და ციტრუსების გამოფენა;

- დაიწყო გირჩებისა და საახალწლო აქსესუარების დამზადება. მოეწყო 3 გამოფენა-გაყიდვა (ბოტანიკური ბაღი; ხელოვნების უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.);

2014 წელს დაიწყო:

- „ვარდნარ-ავსტრალიური“ ტურისტული მარშრუტის რეაბილიტაცია;

- ზედა პარკის მუდმივმოყვავილე სკვერის ნაწილის რეაბილიტაცია;

შედეგები მართლაც, რომ შთამბეჭდავია, მაგრამ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც დგას დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, არ გვაქვს თვითკმაყოფილებისა და მოდუნების უფლება. გეგმაზომიერად უნდა შეიქმნას ბაღის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისათვის საჭირო პირობები, მექანიზმები და შესაძლებლობები. უნდა მოხერხდეს დასახული მიზნების სრულფასოვანი შესრულება. ბათუმის ბოტანიკური ბაღი თავის საქმიანობაში, დღითი-დღე ფართო მასშტაბით ნერგავს მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) და მცენარეთა კონსერვაციის

საერთაშორისო სტრატეგიით (GSPC) განსაზღვრულ ამოცანებსა და მიზნებს, რომლებსაც სამომავლოდ უნდა დაეფუძნოს მცენარეთა კოლექციისა და ჰერბარიუმის ფონდის შემდგომი კონსერვაციის პროცესები. ბუნებრივია, რომ მომავალი 2015 წლის მოლოდინსაც ამ კონტექსტში განვიხილავთ და წარმატებისა და მიზნის მიღწევისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

მინდა მადლობა გადავუხადო ბოტანიკური ბაღის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისა და გარჯისათვის. ვამაყობ, რომ ბაღი ერთ-ერთი წარმატებული, გამართული, შედეგებზე ორიენტირებული და კონსოლიდირებული ორგანიზაციაა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ბოტანიკურ ბაღს, ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას. დაე, ახალი, 2015 წელი ყოფილიყოს სიკეთისა და წარმატების წელი, დოვლათიანი და სიხარულით სავსე, შრომისა და მიზნების მიღწევის წელი თითოეული ჩვენთაგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. ღვთის წყალობა და მშვიდობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!...