22 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ხილის გამოფენა. წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30-მდე სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 25 სახეობის ხეხილ-კენკროვნები.

გამოფენამ, რომელიც განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოწვეულ სტუმრებში, ისე ბაღში სტუმრად მყოფ უცხოელ ვიზიტიორებში. გამოფენის ფარგლებში მოეწყო როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.

გამოფენაზე სიგელებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის „მწვანე ბაღის“ მონაწილეები, ხოლო კონკურის გამარჯვებულს გადაეცა პლანშეტური კომპიუტერი.