ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, 13 ნოემბერს, ბაღის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ხილის გამოფენა. წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი 30-ზე მეტი სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 25 სახეობის ხეხილ-კენკროვნები. გამოფენის ფარგლებში მოეწყო როგორც ნედლეულის, ისე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.