ბათუმის ბოტანიკური ბაღი - პიკნიკი და კემპინგი
პიკნიკი და კემპინგი
  • ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ღამისთევის საფასური 18 საათიდან მეორე დღის დილის 10 საათამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) ერთ ადამიანზე განისაზღვრა (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
  • ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ღამისთევის საფასური 18 საათიდან მეორე დღის დილის 10 საათამდე პერიოდში, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ერთ ადამიანზე განისაზღვრა (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
  • ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კორპორატიული პიკნიკის მოწყობის ღირებულება საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვრა 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
  • ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კორპორატიული პიკნიკის მოწყობის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვრა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.