ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მთავარი
  • აღმოაჩინეთ მსოფლიოს სუბტროპიკული ფლორა

  • დაგეგმეთ სტუმრობა ბოტანიკურ ბაღში

  • ისარგებლეთ ჩვენი ექსკურსიებით

  • მოინახულეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი

  • შემოდგომა ბოტანიკურ ბაღში

  • მწვანე კონცხის პანორამული ხედები

  • მაგნოლიების სილამაზე

  • ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების მრავალფეროვნება

  • ეგზოტურ მცენარეთა მრავალფეროვნება

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მოგესალმებათ!

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მოგესალმებათ!

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

ვრცლად
დაგეგმე ვიზიტი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი განთავსებულია აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით.(დეტალურად).

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორია

ისტორია 1881 წლიდან!

1881 წლიდან, ბათუმის მხარეში მნიშვნელოვანი საინტროდუქციო სამუშაოები ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მეჩესლავ დ’ალფონსმა ჩაატარა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრია კრასნოვის სახელთან. 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაედო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს.

1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა.

2012 წელს ბაღის ასწლოვანი იუბილე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც 2013 წლის მაისში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით დასრულდა.

მომსახურებები

სიახლეები