პირველად ციტრუსები როგორც სამკურნალო დეკორატიული კულტურა კავკასიის შავი ზღის სანაპიროზე გამოჩნდა პირველი ბერძნული დასხლებების დროს ჩვენს ერამდე. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გადიოდა ევ-აზიური სავაჭრო გზა, აბრეშუმის გზა. რომელი გზითაც უცხო კულტურული მცენარეები ამ გზით ასე უნდა შემოსულიყო ამ ოლქში. უფრო გვიან მე-16 საუკუნიდან იწყება თურქული დასახლებების გაჩენა, რასაც მოყვა მათ მიერ სამი საუკუნე მისი დიდი ნაწილის დამორჩილება, რამაც ასევე იქონია გავლენა კულტურული ფლორის შემადგენლობაზე. მრავალ საუკუნოვანი უცხო ქვეყნების კულტურულ მცენარეთა ინტროდუქციის ნარჩენები ძალიან მცირეა მათ შორის შეიძლება მითითებული იქნას შავი ზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილში ციტრუსები.
ციტრუსების როგორც სამრეწველო კულტურის ინტროდუქცია-აკლიმატიზაცის პირველი მცდელობა იწყება რუსეთის მიერ მე-20 საუკუნეში სოხუმისა და ბათუმის ოლქებში. განსაკუთრებით დიდი სამუშაოები ბათუმის ოლქში მცენარეების აკლიმატიზაციის საქმეში მიუძღვის მებაღეს დალფონს, რომელიც ცხოვრობდა ჩაქვთან ახლოს 1882 წლიდან. დაახლოებით 1890 წლიდან კი სუბტროპიკულ მცენარეთა აკლიმატიზაცია გადმოიტანა მწვანე კონცხზე ბათუმთან ახლოს, სწორედაც ამ ადგილის სახელწოდება "მწვანე კონცხი" დამკვიდრდდა მის მიერ. დაახლოებით ამავე დროს დალფონსის ბაღის გვერდით მოაწყო ბათუმის აკლიმატიზაციის თავისი ბაღი თათარინოვმა (ტატარინოვმა). ამჟამად ორივე მათგანი შედის ბოტანიკური ბაღის შემადგენლობაში.
1900 წლებიდან იწყება ფართო ინტროდუქციული საქმიანობა ჩაქვის სუბტროპიკულ მეურნეობაში. განსაკუთრებით კლინგენისა და კრასნოვის აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ექსპედიციის შემდეგ. დაახლოებით ამ პერიოდისათვის ჩაქვის სუბტროპიკულ მეურნეობისათვის გამოწერილი იქნა იაპონიიდან მანდარინის - რიზედან ფორთოხლის ნერგები, ასევე მრავალი ციტრუსების ჯიშები გამოწერილი იქნა იტალიიდან.