მიმდინარეობს „მწვანე კონცხის“ მხრიდან შესასვლელი სივრცის განახლება ბათუმის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან „მწვანე ოაზისს“, რომელიც ყოველწლიურად ასეულ ათასზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ვიზიტორს მასპინძლობს.
სტუმართა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს მწვანე კონცხის მხრიდან მთავარი შესასვლელი სივრცის რეაბილიტაცია. განახლება მოიცავს ბაღის კუთვნილი ტერიტორიის მოწესრიგებასა და თანამედროვე იერსახის შექმნას, რაც მორგებულია ვიზიტორთა გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტზე. რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე მოეწყო ელექტროავტობუსების გაჩერების ახალი დაცული სივრცე და სალარო-ჯიხური, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა კომფორტს ცუდი ამინდის პირობებში. გარემო ადაპტირდა შშმ პირთათვის, რათა ბაღის სივრცით სარგებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. აქვე შეიქმნა სრულად განახლებული სერვის-ზონა, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს კომფორტულად დაგეგმონ გადაადგილება, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და ისარგებლონ კვალიფიციური გიდების მომსახურებით. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს ბაღის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურის შექმნას, ეკომობილობის მხარდაჭერასა და სტუმართა მომსახურების სისტემის სრულყოფას.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი განაგრძობს აქტიურ განვითარებას და ვიზიტორთა საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე გარემოს ფორმირებას, რათა თითოეული სტუმრისთვის ბაღში გატარებული დრო მაქსიმალურად სასიამოვნო, კომფორტული და დასამახსოვრებელი იყოს.
#განახლებული სივრცე
#მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა
#ადაპტირებული გარემო
#ბათუმის ბოტანიკური ბაღი
#კმაყოფილი ვიზიტორები
#UpdatedSpace
#UpdatedInfrastructure
#AdaptedEnvironment
#BatumiBotanical Garden
#SatisfiedVisitors
