ციტრუსოვანთა მოსავლის აღება დაწყებულია
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავლის აღება 10 დეკემბერს დაიწყო და სავარაუდოდ, მომავალ კვირას დასრულდება.
ვრცლადგადეცათ ბინის საკუთრების მოწმობები
დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, ქალაქ ბათუმის მერის სახელით ბინის საკუთრების მოწმობები გადასცა ბაღის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ ოჯახებს, რომლებისთვისაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის №107 „ლ“-ში.
ვრცლადთამაზ დარჩიძე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორია
გუშინ, 02 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე დაინიშნა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორად! ჩვენი კოლეგისა და მეგობრის მიმართ გამოხატული ეს მაღალი ნდობა, ბუნებრივია,
ვრცლადხილის გამოფენა
22 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ხილის გამოფენა. წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30-მდე სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 25 სახეობის ხეხილ-კენკროვნები.
ვრცლადაღინიშნა ხის დარგვის საერთაშორისო დღე
22 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში მოწვეული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფლორისტული განყოფილებები და ბაღის ღირსშესანიშნაობები.
ვრცლადვიზიტი მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში
ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მინსკში, ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში, სადაც 7-9 ოქტომბერს გაიმართა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია “ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსების გამოყენების პრობლემები”, მიძღვნილი აკადემიკოს ნ.ვ.სმოლსკის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი.
ვრცლადპროექტის - უფრო ახლოს ბუნებასთან მე-2 ეტაპი დაიწყო
2015 წლის 03 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაიწყო სერთიფიცირებული საგანმანათლებლო პროექტის-"უფრო ახლოს ბუნებასთან" მე-2 ეტაპი, რომელიც 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ძირითადად, ქ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების მე-9-11 კლასების 72 მოსწავლე. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
ვრცლადსტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
2015 წლის I სექტემბერს დაწყებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განხორციელდა ორგანიზაციის სტრუქტურის ხელახალი ფორმირება და მასთან დაკავშირებული საკადრო ცვლილებები. 29 სექტემბერს ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ ბაღის პერსონალს წარუდგინა ახალი სტრუქტურული მოწყობა და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ახალი ხელმძღვანელები.
ვრცლადშეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით
4 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სტუმრად ეწვია გერმანიის ქალაქ მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-კურატორი ანდრეას გრიოგერი.
ვრცლადტრენინგი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით
დღეს, 25 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) -ის მხარდაჭრით, მოეწყო ტრენინგი,
ვრცლად