2026-01-26 11:55:30

ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ბაღის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარით გასაცემად

ადგილმდებარეობა: მწვანე კონცხის შესასვლელი

ფართობი: 36,52 კვ.მ

ობიექტი: საზოგადოებრივი საპირფარეშო (ნაკვეთი 01-01)

შპს „ექსპერტ-ჯგუფის“ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ობიექტის საწყისი

საიჯარო საფასური განისაზღვრება

წელიწადში 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით

(სრული საიჯარო პერიოდი – 1 წელი)

აუქციონის ძირითადი პირობები:

აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით;

მონაწილეობის ბე/უპირობო საბანკო გარანტია – საწყისი საფასურის 80%;გამარჯვებულის გამოვლენა ხდება უმაღლესი ფასის შეთავაზების საფუძველზე

(საწყისი ბიჯი – 12 000 ლარი, შემდგომი ბიჯი – 500 ლარი);

საბოლოო შეთავაზებული თანხა მოიცავს ერთი წლის საიჯარო საფასურს სრულად;

გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს 5 სამუშაო დღის ვადაში.

მოიჯარის ძირითადი ვალდებულებები:

  • კომუნალური გადასახადებისა და მრიცხველების უზრუნველყოფა;
  • ობიექტის ყოველდღიური დასუფთავება და უწყვეტი ფუნქციონირება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
  • ჰიგიენური საშუალებებითა და საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვა;
  • ობიექტის გამოყენება მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

საპირფარეშოთი სარგებლობის საფასური არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს.

იჯარის ვადის დასრულების შემდეგ ქონება უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში.

ქონების ქვეიჯარით გადაცემა და მესამე პირის რეკლამის განთავსება დაუშვებელია.

აუქციონის სრული პირობები განისაზღვრება კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თვალი ადევნოთ დამატებით ინფორმაციას

ელექტრონული აუქციონის პლატფორმაზე.

ელექტრონული აუქციონი ბაღის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარით გასაცემად