2026-01-27 13:38:49

ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაინტერესებულ პირებს, ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს პარტნიორობისა და ბრენდირების უნიკალურ შესაძლებლობას ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ვიზიტორებით დატვირთულ ბუნებრივ-საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოში.

პროექტის ფარგლებში, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ საკუთარი ბრენდების სარეკლამო და საიმიჯო ხასიათის მასალები ბაღის სხვადასხვა სტრატეგიულ ლოკაციაზე, მათ შორის:

  • განათების ბოძებზე;
  • ბაღის ელექტრომობილებზე (როგორც ტექსტურ-ვიზუალური ფორმით, ასევე ელექტრომობილების შიდა სივრცეში საიმიჯო ვიდეორგოლების განთავსებით);
  • ბაღის შესასვლელ ზონებში;
  • ზოოლოგიურ განყოფილებაში, თვალსაჩინო ადგილებზე;
  • სარეკლამო ბანერების, ფლაერების, ტრიპლეტებისა და სხვა ბეჭდურიმასალების განთავსება და გავრცელება ბაღის ასიათასობით ვიზიტორზე.

აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის მოდელს, რომლის ფარგლებშიც ბათუმის ბოტანიკური ბაღი მიიღებს მხარდაჭერას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის:

  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
  • ბაღის მოვლა-პატრონობის გაუმჯობესება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა;
  • ეკო-საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება და განვითარება.

ინიციატივის მიზანია, ბაღის ადმინისტრაციამ წინასწარ მიიღოს ინფორმაცია და ჩამოაყალიბოს რეალური სურათი იმ პოტენციური პარტნიორებისა და ბიზნეს კონტინგენტის შესახებ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსგავსი თანამშრომლობით. წარმოდგენილი უკუკავშირი და წინადადებები გამოყენებული იქნება შემდგომში შესაბამისი კონკურსებისა და აუქციონების გამოცხადების პროცესის დაგეგმვისას.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მზად არის განიხილოს წარმოდგენილი იდეები, ხედვები და შეთავაზებები და შექმნას გრძელვადიანი, ღირებულებაზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც ერთდროულად შეუწყობს ხელს როგორც ბრენდების ცნობადობის ზრდას, ისე ბაღის მდგრად განვითარებას.

კონკურსი