აპრილის თვიდან სიახლეა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში - ბაღის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს, - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, დავით ხარაზიშვილი, რომელიც აქამდე ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

არსებითად იცვლება და ზუსტდება დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები, - დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ლევან აფხაზავა ფინანსური და ეკონომიკური მართვის სფეროს მიმართულებებს უხელმძღვანელებს, დავით ხარაზიშვილი კი კოლექციების მართვისა და კონსერვაციის მიმართულებებს.

დირექტორის, ირაკლი არჩაიას გადაწყვეტილებით, გოდერძის ალპური ბაღის პროექტების მართვას ორივე მოადგილე, საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში გაუწევს ზედამხედველობას.

ახალი სტრუქტურის თანახმად, შეიქმნა საქმის წარმოების განყოფილება, მებაღეობის განყოფილება, ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების განყოფილება.

აღსაიშნავია, ახალ სტრუქტურაში მთავარი აგრონომის პოზიციის შემოღება, რომელიც წინათ, ბაღის ისტორიაში არსებობდა.