მიმდინარე წლის 29 სექტემბერი-01ოქტომბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონ ბლუში“ გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით ჩატარდა. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი”.

სამეცნიერო კონფერენციაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის თანამშრომლები: ჯულიეტა ჯაყელი, ფერიდე ჩაიძე, მარიამ კანდელაკი, ლანა კოდანოვი და ნანა აბაშიძე წარსდგნენ პოსტერული მოხსენებებით.

კონფერენცია მოიცავდა 4 სექციას: მომავლის ტექნოლიგიები და მასალები მედიცინაში; მომავლის ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები; გარემო და ჯანმრთელობა; მომავლის ტექნოლოგიები და განათლება: ,,განათლების ხარისხი-სიცოცხლის ხარისხი“, რომელშიც მონაწოლეობა მიიღო 10 ქვეყნის 270 მონაწილემ.

კონფერენციის მიზანი იყო მომავლის ტექნოლოგიების განხილვა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.