დღეს, 25 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) -ის მხარდაჭრით, მოეწყო ტრენინგი, მცენარეთა უცხო ინვაზიურ და იშვიათ და საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე საბაზისო კვლევის ფარგლებში ამ სახეობებისათვის შემუშავებული, გრძლევადინი მონიტორინგის მეთოდებზე.

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - მხარდაჭრით, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ფარგლებში, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა საბაზისო კვლევა მცენარეთა უცხო ინვაზიურ და იშვიათ და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებზე.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, შეირჩა სამიზნე სახეობები და დაკვირვების ადგილები, შეგროვდა და დამუშავდა საბაზისო მონაცემები და განისაზღვრა სამიზნე სახეობების გრძელვადიანი მონიტორინგის მეთოდები.