ბათუმის ბოტანიკური ბაღი - სიახლეები

ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა

2015 წლის 10 მაისს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იყო 15 სახის ბამბუკი.

ვრცლად

აშშ-ს ეროვნულ არბორეტუმში...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორის, ზურაბ მანველიძის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, 4-5 მაისს, შედგა კიდევ ერთი დაგეგმილი შეხვედრა, ამჯერად აშშ-ს ეროვნულ არბორეტუმში, რომელიც დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესია.

ვრცლად

ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო კონგრესი - ''ბიომრავალფეროვნება უკეთესი მსოფლიოსათვის''.

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა პირველად მიიღო მონაწილეობა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო კონგრესზე („ბიომრავალფეროვნება უკეთესი მსოფლიოსათვის“), რომელიც ამჯერად ბოტანიკურ ბაღებში განათლების საკითხებს მიეძღვნა და მისურის ბოტანიკურ ბაღში (აშშ) გაიმართა.

ვრცლად

ეროვნული ბოტანიკური ბაღის იუბილეზე...

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 170 წლისაა. 1845 წელს მას ოფიციალურად ეწოდა ბოტანიკური ბაღი. იმ დროისათვის ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის მ. ვორონცოვსა და სწავლულ დენდროლოგს ი. მედვედევს.

ვრცლად

პროექტის - ''უფრო ახლოს ბუნებასთან'' მონაწილეთა დაჯილდოება

2015 წლის 26 აპრილს,   ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში მოხდა პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“    პირველი ეტაპის მონაწილე  ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 19 მოსწავლის დაჯილდოება.

ვრცლად

დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

22 აპრილს,  დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვრცლად

ფასდაკლებათა პაკეტის პრეზენტაცია

22 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით,  ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები ბათუმში არსებულ ტურისტულ სააგენტოებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეხვდნენ.

ვრცლად

პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელება დაიწყო

2014 წლის 18 აპრილს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა დაიწყო პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელება, რომელშიც პირველ ეტაპზე ჩართულია ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 80 მოსწავლე.

ვრცლად

მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

დღეს, 16 აპრილს, ქალაქ თბილისში გაიხსნა მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენარომელშიც ბათუმის ბოტანიკური ბაღი მესამედ, ამჯერად დამოუკიდებლად  იღებს მონაწილეობას.

ვრცლად

ბოტანიკურ ბაღს მოსკოველი კოლეგები სტუმრობდნენ

31 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იმყოფებოდნენ  მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ალექსეი რეტეიუმი, სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კურატორი სერგეი ისაევი და ლადშაფტის არქიტექტორი არტიომ პარშინი.

ვრცლად