- ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ღამისთევის საფასური 18 საათიდან მეორე დღის დილის 10 საათამდე პერიოდში, საქართელოს მოქალაქისათვის ერთ ადამიანზე შეადგენს (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) 15 (თხუთმეტი) ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ერთ ადამიანზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) კი 20 (ოცი) ლარს;

- ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კორპორატიული პიკნიკის მოწყობის ღირებულება საქართვეოს მოქალაქისათვის ერთ ადამიანზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) შეადგენს 15 (თხუთმეტი) ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) კი 20 (ოცი) ლარს.