ახალი ზელანდიის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებას 0,7 ჰა ფართობი და სამხრეთი, ზღვისკენ მიქცეული ექსპოზიცია უკავია. Bბოტანიკური ბაღის დაარსებიდან დღემდე, ახალი ზელანდიის ფლორისტული განყოფილება იზიდავდა სამხრეთ ნახევარსფეროს მცენარეულობისა და ზღვისაკენ მიმართული ხედების მოყვარულებს.
2016 წლის მონაცემებით, ახალი ზელანდიის განყოფილება 9 ოჯახის, 9 გვარის, 16 სახეობითაა წარმოდგენილი. ტოტარას პოდოკარპუსი ანუ ტოტარას ფეხნაყოფა - Podocarpus totara და ჰალის პოდოცარპუსი - Podocarpus hallii ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის - IUCN გლობალური სახეობების ნუსხაშია შეტანილი.
ახალზელანდიური წარმოშობის ეგზოტებიდან ჩვენს პირობებს კარგად შეეგუა: სამხრეთის კორდილინე (Cordyline australis), ახალზელანდიური სელი (Phormium tenax), ფისნაყოფების რამდენიმე სახეობა (Pittosporum tenuifolium, Pittosporum colensoi, Pittosporum undulatum), ანდერსონის ვერონიკა ანუ ჰებე (Hebe x andersonii), ლეპტოსპერმუმები (Leptospermum scoparium, Leptospermum scoparium v. chapmannii - ვარდისფერყვავილა, L Leptospermum scoparium v. nichollsii - წითელყვავილა), ტოტარას და ჰალეს პოდოკარპუსები (Podocarpus totara da Podocarpus hallii), მიულენბეკია (Muehlenbeckia complexa).
აღნიშნული სახეობები წარმატებით გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში, ხოლო ახალზელანდიურ სელს გარდა დეკორატიული ეფექტისა ტექნიკური დანიშნულებაც გააჩნია.