ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილება 1939 წელს 14 ჰა სუსტად დატერასებულ, ჩრდილოეთის ფერდობზე დაარსდა. 3 ჰა ხელუხლებლად დატოვეს, ბუნებრივი კოლხური ტყის ნაკრძალის სახით, დანარჩენი კი კავკასიის ფლორის ინტროდუცირებულ ნარგავებს დაეთმო. პროექტირებისას ტყე-პარკის გაშენება მოიაზრებოდა, რომელიც ფლორისტულად ახლოს იქნებოდა ბუნებრივ, კოლხურ ტყესთან, როგორც მერქნიანი მეზოფილური, ასევე ბალახოვანი სახეობების შემადგენლობით. გამოიყო 5 ნაკვეთი: 1. წიწვოვნების (განყოფილების ზემოთა ნაწილში), 2. მთის შუა სარტყლის ფოთლოვანი ტყის (შუა ნაწილში), 3. ქვედა სარტყლის ფოთლოვანი ტყის, რომელიც ძირითადად ნაკრძალების სახითაა წარმოდგენილი, 4. ველური ხეხილოვნები, ესაზღვრებიან ტყეს და მთელს ტერიტორიაზეა გაბნეული, 5. მცირე ზომის ნაკვეთები მდინარისპირა დაბლობ ნაწილში, ზღვისპირა დაჭაობებული და ქვიშნარი ფლორის წარმომადგენლებისათვის.
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გამოიყო იშვიათ მცენარეთა საცდელ-საჩვენებელი ნაკვეთი. ამ ნაკვეთის შექმნის ძირითადი მიზანი იმთავითვე ამ სახეობების პოპულარიზაცია და ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა გახლდათ. ნაკვეთზე დაირგო: იმერული მუხა (Quercus imeretina), წაბლისფოთოლა მუხა (Quercus castaneifolia), ჭოროხის მუხა (Quercus dshorochensis), ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana), ხერკინა (Parrotia persica), უხრავი (Ostrya carpinifolia).
ამჟამად, ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გამოყოფილია 10 ნაკვეთი, სადაც კავკასიის ეკორეგიონის ველური ფლორის 96 ოჯახის, 216 გვარის, 367 სახეობა (ამათგან მერქნიანია - 82) თავმოყრილი, მათ შორის:
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) “წითელი ნუსხის” 11 სახეობა: Abies nordmanniana, Taxus baccata, Zelkova carpinifolia, Alnus glutinosa, Diospyros lotus, Ficus carica, Picea orientalis, Pterocarya pterocarpa, Buxus colchica, Corylus avellana, Vitis vinifera.
კავკასიის "წითელი ნუსხისათვის" რეკომენდირებული 50 სახეობა: Alnus barbata, Abies nordmanniana, Betula medwediewii, Picea orientalis, Tilia caucasica, Quercus pontica, Quercus imeretina, Parrotia persica, Gleditsia caspia, Osmanthus decorus, Rhododendron caucasicum, Rhododendron smirnowii, Rhododendron ungernii, Daphne albowiana, Cytisus hirsutissimus, Ruscus colchicus, Asplenium woronowii, Dryopteris liliana, Polystichum woronowii, Angelica adzharica, Heracleum sosnowskyi, Anthemis woronowii, Cicerbita petiolata, Solidago caucasica, Vincetoxicum albovianum, Epimedium colchicum, Omphalodes cappadocica, Symphytum grandiflorum, Erysimum contractum, Pachyphragma macrophyllum, Sedum caucasicum, Sedum gracile, Sedum oppositifolium, Cephalaria gigantea, Scabiosa sosnowskyi, Philadelphus caucasicus, Teucrium nuchense, Paeonia caucasica, Paeonia macrophylla, Primula pseudoelatior, Primula megaseifolia, Helleborus caucasicus, Galium subuliferum, Scrophularia sosnowskyi, Galanthus krasnovii, Galanthus rizehensis, Galanthus woronowii, Iris lazica, Convallaria majalis var. transcaucasia, Paris incompleta.
საქართველოს "წითელი ნუსხის" (2006) 16 სახეობა: Betula medwedewii, Castanea sativa, Ostrya carpinifolia, Pterocarya pterocarpa, Quercus hartwissiana, Quercus imeretina, Quercus pontica, Zelkova carpinifolia, Ulmus glabra, Taxus baccata, Osmanthus decorus, Laurus nobilis, Buxus colchica, Rhododendron smirnowii, Rhododendron ungernii, Astragalus sommieri.
ველური ფაუნის და ფლორის გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების, საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) ნუსხის 4 სახეობა: Cyclamen adzharicum, Galanthus krasnovii, Galanthus rizehensis და Galanthus woronowii.
59 ენდემური სახეობა, მათგან:
22 კავკასიის Albizzia julibrissin, Gleditsia caspia, Parrotia persica, Tilia caucasica, Salix caucasica, Rhododendron caucasicum, Daphne albowiana, Cytisus hirsutissimus, Solidago caucasica, Anthemis woronowii, Helleborus caucasicum, Symphytum caucasicum, Teucrium nuchense, Cephalaria gigantean, Paeonia caucasica, Vincetoxicum albovianum, Heracleum sosnowskyi, Scabiosa sosnowskyi, Primula elatior, Sedum gracile, Sedum obtusifolium, sedum caucasicum
3 საქართველოს Quercus imeretina, Galanthus woronowii, Dianthus ketzkhowelii.
17 კოლხეთის Betula medwedewii, Quercus pontica, Phyladelphus caucasicus, Ruscus colchicus, Aristolochia pontica, 8238/9Symphytum grandiflorum, Iris lazica, Stachys trapezuntae, Helleborus abchasicus, Paeonia macrophyllum, Ornithogalum woronowii, Galium subuliferum, Polistichum woronowii, Asplenium woronowii, Epimedium colchicum, Paris incompleta.
12 აჭარა-ლაზეთის Quercus dschorochensis, Osmanthus decorus, Rhododendron ungernii, Rhododendron smirnowii, Galanthus krasnovii, Galanthus rizechensis, Seseli foliosum, Astragalus sommieri, Primula megasaefolia, Cyclamen adzharicum, Linaria adzharica, Hypericum adsharicum
5 აჭარის Allium adzharicum, Centaurea adzharica, Ficaria popovii, Angelica adzharica, Dryopteris liliana, Erusimum contractum
ფიტოგეოგრაფიული განყოფილების დიდ ნაწილზე ფართოდაა წარმოდგენილი შიგამთიანი აჭარის და ჰირკანის (აზერბაიჯანი) მცენარეულობა. განსაკუთრებით საყურადღებოა უნიკალური და უძველესი მესამეული გეოლოგიური პერიოდის, რელიქტური სახეობებით მდიდარი ხელუხლებელი ტყის ფრაგმენტები, რომელსაც ასე სრულყოფილად შემონახულს და კარგად დაცულს, ბუნებრივ პირობებში სხვაგან იშვიათად თუ ნახავთ. აქ შეხვდებით, 100-300 წელზე მეტი ხნოვანების წიფლის, წაბლის, წყავის და სხვა მერქნიან მცენარეთა ეგზემპლარებს. ამდენად, ამ განყოფილების განუმეორებელი ბუნებრივი მცენარეულობა დიდი სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო და სანახაობითი მნიშვნელობის გახლავთ.