ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხეხილ-კენკროვანი მცენარეების ინტროდუქცია ბაღის დაარსებიდან დაიწყო. ნიადაგურ კლიმატურ პირობები, რომელიც დამახასიათებელია საქართველოს შავიზღვისპირისათვის შესაფერისი აღმოჩნდა ისეთი ეგზოტური ხეხილ-კენკროვანი მცენარეებისათვის როგორიცაა ხურმა Diospyros kaki, ფეიჰოა Acca sellowiana, მუშმულა Eriobotrya japonica, კივი Actinidia chinensis, ფსიდიუმი Psidium littorale მრავალი სხვა ხეხილ-კენკროვანი მცენარრებისათვის, კოლექციაში არსებობს ხეხილ-კენკროვანთა სახეობები რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, როგორიცაა ვაშლი, მსხალი, ბალი, ვენახი, კომში და სხვა.
ბოტანიკური ბაღების მიზანია მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შეინარჩუნება, მათ შორისაა კულტურილი ფლორის წარმომადგენლებიბი. მსოფლიოში აქტიურდება ხეხილ-კენკროვათა აბორიგენული ადგილობრივი ჯიშების შესწავლას და მონიტორინგის ამ დროიდან იწყება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტების დაფინანსება აგილობრივი ხეხილ-კენკროვანთა მცენარეთა შესწავლა დაკვირვება და მორიტორინგი , მისი კონსერვაცია ბოტანიკურ ბაღში. სელექციასა და მცენარეთა დაცვის განყოფილებაში 2010 წლამდე დამუშავდა რამოდენიმე სამეცნიერო თემატიკა კერძოდ:
1995-2000 წწ. „ინტროდუცირებული სუბტროპიკული და ზოგიერთ სხვა ადგილობრივ ხეხილოვან კულტურათა სელექციური გენეტიკური შესწავლა პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით“.
2000-2004წწ „აჭარის აბორიგენული და ინტროდუცირებულ ხეხილოვან მცენარეთა გენოფონდის შესწავლა და იშვიათი ჯიშების გამოვლენა და მათი კონსერვაცია“. რამაც საფუძველი ჩაუყარა ხეხილ-კენკროვანთა მცენარეთა კოლექციას. გამოყოფილი იქნა ხეხილ-კენკროვანთა ნაკვეთი სადაც თავმოეყრილია ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილ-კენკროვანთა კოლექცია. ჩვენს მისიას წარმოადგენს აჭარა-გურიის ტერიტორიაზე არსებული აბორიგენული ჯიშების მოძიება, იდენტიფიკაცია, შესწავლა, და კონსერვაცია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.