ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა ინტროდუქცია და მის კოლექციაზე ზრუნვა ბაღის დაარსების პირველი დღეებიდანვე დაიწყო. ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა კოლექცია მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა. დღეისათვის ბაღში ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა ასორტიმენტი წარმოდგენილია 170-მდე სახეობითა და ჯიშით. ისინი წარმოშობის მიხედვით სხვადასხვა გეოგრაფიული ოლქიდანაა. სახეობრივი სიუხვით გამოირჩევა ოჯახები: Asteraceae 15 გვარის 45 სახეობა და ჯიში; Liliaceae 8 გვარის 58 სახეობა და ჯიში; Amaryllidaceae 8 გვარის 14 სახეობა და ჯიში; Iridaceae 4 გვარის 12 სახეობა და ჯიში; კოლექციაში კარგადაა წარმოდგენილი:
ერთწლოვნებიდან - Ageratum mexicanum, Cleome spinosa, Gomphrena globosa, Impantiens balsamina, Salvia splendens, Tagetes erecta და სხვა.
ორწლოვნებიდან - Bellis perenis, Calendula officinalis, Dianthus barbatus, Myosotis palustris, Petunia hybrid და სხვა.
მრავალწლოვნებიდან მაღალდეკორატიული, გამწვანებაში ნაკლებად გავრცელებული - Agapanthus umbellata, Amaryllis belladonna, Bletilla hyacinthina, Crinum amabile, C. longifolia, C. powellii, Hedychium coccineum, H. coronarium, Liatris spicata, Nerine bowdenii, N. curvifolia, N. undulate, Scilla peruviana.
დახურული გრუნტის მცენარეები, რომლებიც ჩვენს ყვავილნარებში კარგ ჯგუფებს ქმნიან - Pelargonium zonale, Mimoza pudica, Saxsifraga sarmentoza, Tradescancia virginiana.