გოდერძის ალპური ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში (მაღალმთიანი აჭარა), ქ.ბათუმიდან 112 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1859-1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი 96344 კვ.მ–ია.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 2.50C; აბსოლუტური მინიმუმი -24.4 0C დაფიქსირდა;. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა აღწევს 1623 მმ-ს.ზამთარში თოვლის სიმაღლე 2-4 მეტრს აღწევს. ტენიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 84%-ია.
ბაღში მოსულ ვიზიტორს შეუძლია ნახოს ბუნებრივად მოზარდი სუბალპური და ალპური ზონისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება, კერძოდ: ტყის, ჭაობის, მდელოს, ტბის და მშრალი ეკოტოპის.
ვიზიტი შესაძლებელია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
მისია
გოდერძის ალპური ბაღის ძირითად დანიშნულებას კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა, მცენარეთა კონსერვაცია, ეკო-განათლების ხელშეწყობა, სოფლად ტურიზმის განვითარება და სუბალპური ტყის ზოლის აღდგენაწარმოადგენს.
მცენარეთა კოლექცია
ბაღის ტერიტორიაზე ბუნებრივად ველური ფლორის 50 ოჯახის, 111 გვარის 161 სახეობაიზრდება, მათგან 7 სახეობა ხე, 10 ბუჩქი და 144 ბალახოვანი მცენარეა.
გოდერძის ალპურ ბაღში ნაძვნარ–სოჭნარი ტყე წარმოდგენილია ბუნებრივი გავრცელების სარტყელში, შერეული ტყის სახით.
წიფლნარი ტყე ასევე ბუნებრივი გავრცელების სარტყელშია წარმოდგენილი, გიგანტური ხეების (30 მ სიმაღლის და 1,5 მ დიამეტრის) სახით.
ალპინარიუმი (ქვის ბაღი) ალპური ბაღების ძირითადი ელემენტია, რომელშიც ქვებისგანლაგება ბუნებრივ გარემოში არსებული წყობის მგავსია. ალპინარიუმის მშენებლობა 2017 წელსდაიწყო, ქალაქ მიუნხენის (გერმანია)ნიმფენბურგის ბოტანიკური ბაღის მებაღის ჰელმუთ ვიისმეთის და ქ.გრენობლის (საფრანგეთი) ლოუტარეტის ალპური ბაღის მებაღის პასკალ სალზეს დახმარებით. ალპინარიუმში თავმოყრილი იქნება საქართველოს და კავკასიის მაღალმთის მშრალი ეკოტოპის მოყვარული მცენარეები.
ჭაობი ტბის მიმდებარედ,ბუნებრივი სახით, 600 კვ.მ ფართობზეა წარმოდგენილი.
რეკრეაცია
ტერიტორიის დიდი ნაწილი რეკრეაციული ზონისათვისაა დათმობილი, სადაც ძელსკამებია განთავსებული და მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები. საპიკნიკე ზონაშიგანთავსებულიაღია და დახურული ტიპის ფანჩატურები, მცირე ზომის ტბორი, წყაროს წყალი.
მეფუტკრეობა
ალპურ ბაღში წარმოდგენილია ტრადიციული ჯარას (გახლეჩილი ფუღუროიანი მორებისგან დამზადებული სკა) სკებით და მეფუტკრის სახლით, რომელშიც განთავსებულია საგანმანათლებლო კუთხე, გამოფენილია ტრადიციული ხელსაწყოები და შესაბამისი საინფორმაციო დაფები.
განხორციელებული პროექტები
მომზადდა:
· გოდერძის ალპური ბაღის არსებული სიტუაციის გეგმა,
· ზონირების რუკა,
· ინფრასტრუქტურული პროექტები.
მოეწყო:
· საპირფარეშოები,
· ბილეთების ჯიხური,
· პარკინგი,
· წყალსადენი/კანალიზაციის სისტემა,
· შიდა ტურისტული გზები და ბილიკები,
· მეფუტკრის სახლი,
· ადმინისტრაციული სახლი,
· ავტოპარკინგის ღობე,
· მიმანიშნებელი კონსტრუქცია,
· საკემპინგე სივრცე,
· სანერგე,
· წყარო და საპიკნიკე ზონა, და
· მზის პანელები.
პროექტის მხარდამჭერები
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული ''კავკასიის ალიანსების პროგრამა'', შ.პ.ს. ''აჭარისწყალი ჯორჯია'' და ბათუმის ბოტანიკური ბაღი.