ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ელექტრომობილი
ელექტრომობილი

ელექტროავტობუსის მომსახურება:

  1. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უღელტეხილიდან ან/და „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე ერთი დამთვალიერებლის გადაყვანა, საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) ერთი მიმართულებით განისაზღვრა 5 (ხუთი) ლარის ოდენობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 10 (ათი) ლარის ოდენობით;
  2. ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც გულისხმობს არაუმეტეს 5 (ხუთი) ადამიანის მიერ არაუმეტეს 1 (ერთი) საათით ელექტროავტობუსის ინვიდუალურ გამოყენებას, ბაღის ძირითადი ტურისტული მარშრუტის დათვალიერების მიზნით, მისი ღირებულება განისაზღვრა 100 (ასი) ლარის ოდენობით.