ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ბაღის დათვალიერების საფასური

ა(ა)იპ- ,, ბათუმის ბოტანიკური ბაღი’’-ს ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი და სხვადასხვა მომსახურებები


1. ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ძირითადი ფასი განისაზღვრა 20 (ოცი) ლარის ოდენობით;


2. ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შეღავათიანი ტარიფები:

) ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე განისაზღვრა (იდენტიფიცირებით) 10 (ათი) ლარის ოდენობით;

) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი განისაზღვრა 5 (ხუთი) ლარის ოდენობით (იდენტიფიცირებით);

) საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე - პენსიონრებისთვის, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი განისაზღვრა - 5 (ხუთი) ლარით (იდენტიფიცირებით);

) საქართველოში აკრედიტებული სკოლების მოსწავლეებისათვის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი განისაზღვრა 2 (ორი) ლარით (იდენტიფიცირებით);

) ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია, ბოტანიკურ ბაღში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების შემომყვანი ტურისტული სააგენტოების, კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს ფასდაკლება ძირითადი ტარიფის არაუმეტეს 15%-ისა;

ვ) ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია, Batumi Card-ის მფლობელებს მისცეს ძირითადი ტარიფის (20 ლარის) 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება;

ზ) ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, რამდენიმე დღეს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უფასოდ დაიშვებიან საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირები (იდენტიფიცირებით) ეს დღეებია:

  • 1-2 იანვარი (ახალი წლის სადღესასწაულო დღეები);
  • 26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე);
  • 1 ივნისი (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე);
  • ,,ბათუმობა“ (წლის კალენდარის მიხედვით);
  • კამელიების გამოფენა (ერთი დღით);
  • ბამბუკების გამოფენა (ერთი დღით);
  • ვარდების გამოფენა (ერთი დღით);
  • ხილისა და ციტრუსების გამოფენა (ერთი დღით);
  • გირჩების გამოფენა (ერთი დღით);

თ) ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია გარდა „ზ“ პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა და გამოფენებისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით (წერილობითი თანხმობა) უმასპინძლოს დამატებით სხვა და სხვა შინაარსის თემატურ გამოფენებს.

ი) ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლოს ომის მონაწილეებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ობოლი, მშობელთა მზრუნველობა მოკლებულმა მოზარდებმა და სტუდენტებმა, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა და იმ ოჯახის წევრებმა, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 (ას ოციათასი) აღნიშნული შეღავათი დაიშვება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში (იდენტიფიცირებით);

კ) ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უფასო დაშვების უფლებით ისარგებლებენ იმ დაწესებულებათა ჯგუფები, რომელთანაც ბოტანიკურ ბაღს აქვს გაფორმებული მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარები, სტუდენტ- ლექტორთა იმ ჯგუფებმა, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას, ბაღის სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები, ოფიციალური სტუმრები და დელეგაციები, რომელთა ბაღის ტერიტორიაზე დაშვების საკითხს ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) მიიღებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებით;


3. სააბონენტო ტარიფები:

ა) ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება, საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, ერთ ადამიანზე განისაზღვრა 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით (მფლობელის იდენტიფიცირებით);

ბ) ერთვიანი აბონიმენტის ღირებულება საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) (1+1) განისაზღვრა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით (მფლობელის იდენტიფიცირებით);

გ) ერთთვიანი აბონიმენტის საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) (1+2) ღირებულება განისაზღვრა 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (მფლობელის იდენტიფიცირებით);