1881 წლიდან, ბათუმის მხარეში მნიშვნელოვანი საინტროდუქციო სამუშაოები ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მეჩესლავ დ’ალფონსმა ჩაატარა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა. სწორედ აქედან დაიწყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიაც, რომელიც 2012 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური დაარსებით დაგვირგვინდა.
