
ყოველწლიური ვიზიტორი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი განთავსებულია აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით.
1881 წლიდან, ბათუმის მხარეში მნიშვნელოვანი საინტროდუქციო სამუშაოები ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მეჩესლავ დ’ალფონსმა ჩაატარა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა. სწორედ აქედან დაიწყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიაც, რომელიც 2012 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური დაარსებით დაგვირგვინდა.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.
2018 წლის 09 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კუმნინის ბოტანიკის ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26 მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით, ბაღის დირექტორი, ირაკლი არჩაია და დირექტორის მოადგილე, დავით ხარაზიშვილი მივლინებით იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. კუმნინგში (იუნანის პროვინციაში), საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად.
2019 წლის 20-22 მაისს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაცის მიღწევები და პერსპექტივები“
დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა. იაპონურ ბაღში წარმოდგენილი იყო კამელიების 70-მდე ჯიში და 30-მდე ჰიბრიდული ფორმა. გამოფენაზე სტუდია ,,სამა"-ს მოცეკვავეებმა დამთვალიერებელს იაპონური ცეკვა წარმოუდგინეს.