აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული აღორძინების დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის „ნეკერჩხლების პარტერში“
დაირგო ნეკერჩხლის ნერგი, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანს
შორის დამკვიდრებული მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და
მრავალწლიანი თანამშრომლობის სიმბოლოს.
დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ქალაქ
ბათუმში ფუად აზიზოვმა, ბაღის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო განყოფილებების
თანამშრომლებმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და
აზერბაიჯანის ბოტანიკურ ბაღებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,
ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების
პერსპექტივებზე და მომავალ ურთიერთობათა გაღრმავებაზე.
