ბათუმის ბოტანიკური ბაღი - სიახლეები

საერთაშორისო დენდროლოგიური საზოგადოების ვიზიტი

3 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საქართველოში სტუმრად მყოფ  საერთაშორისო დენდროლოგიური საზოგადოების სამეცნიერო ექსპედიციის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, რომლის ხელმძღვანელებიც გახლავთ  დოქტორი ჰარიეტვ ტაპერი  (ლონდონი, ინგლისი, ამ საზოგადოების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ამ საზოგადოების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ექსპედიციების ხელმძღვანელი) და დოქტორი ვიქტორ კუზევანოვი

ვრცლად

ბოტანიკური ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) მე-10 საერთაშორისო კონგრესი განათლება ბოტანიკურ ბაღებში

''ბუნების შემოტანა ქალაქში'' მიძღვნილი ვარშავის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი

ვრცლად

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

13 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ვარშანიძემ.

ვრცლად

იტალიაში - გამოცდილების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

იტალიის ბოტანიკური ბაღების ასოციაციის ეროვნული კოორდინატორის, ფრანჩესკო მარია რაიმონდოს მიწვევით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, დავით ხარაზიშვილი და ბაღის სანერგე განყოფილების უფროსი, გივი კლდიაშვილი, 15 აგისტოდან 23 აგვისტოს ჩავლით იმყოფებოდნენ იტალიის რესპუბლიკაში.

ვრცლად

ვილნიუსელი დენდროლოგები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ვილნიუსის (ლიეტუვა) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დენდროლოგები: ეგიდიუს კერბელისი (ჯგუფის ხელმძღვანელი), ვიტაუტას კუზმა, რაიმონდა სიმენაიტე და ნერინგა ლელიტე.

ვრცლად

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს ''აგროდეკორსერვის'' (ევრო ეზო) შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, - ირაკლი არჩაიამ და ლევან ჭანუყვაძემ მოაწერეს ხელი.

ვრცლად

ბაღმა ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა

დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეებს და მათ აღმზრდელ-მასწავლებლებს უმასპინძლა.

ვრცლად

დაიწყო მცენარეთა ეტიკეტირება

2018 წლის 11 ივნისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღში დაიწყო  მერქნიანი ხე-მცენარეების, ბალახოვნებისა და ყვავილების ეტიკეტირება.

ვრცლად

ბოტანიკურმა ბაღმა ვარდების ტრადიციულ გამოფენას უმასპინძლა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, წელს მეორედ,  ვარდების გამოფენას უმასპინძლა.

ვრცლად

ახალგაზრდა სპეციალისტთა სტაჟირება მინსკის ბოტანიკურ ბაღში

მიმდინარე წლის 13 - 17 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსი ჯულიეტა ჯაყელი და ამავე განყოფილების ჩრდილოეთ ამერიკისა და მექსიკის მცენარეთა კოლექციის კურატორი მარიამ კანდელაკი  მივლინებით იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში.

ვრცლად