ბათუმის ბოტანიკური ბაღი - სიახლეები

ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

21 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე, ამ თარიღის აღსანიშნავად, 2016 წლის 21 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იყვნენ მოწვეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.

ვრცლად

ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დადგენა საქართველოში.

2016 წლის 16-18 თებერვალს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა საერთაშორისო სემინარი: „ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დადგენა საქართველოში“.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ოთხი ქვეყნის (საქართველო, ინგლისი, თურქეთი, სომხეთი) 25 მონაწილე.

ვრცლად

დიდთოვლობას ბაღისათვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია

მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო დროებითი მობილური შტაბიბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ კიდევ 17დეკემბერს შეიქმნარომელსაც დაევალა ბაღის ტერიტორიაზე დიდთოვლობით გამოწვეული გართულებების თავიდანაცილება და მათი შედეგების დროული ლიკვიდაცია.

ვრცლად

გამოფენამ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და ერას მოედანზე გადაინაცვლა

ბოტანიკური ბაღის შემდეგ, 26 დეკემბერს, გირჩების გამოფენა-გაყიდვამ ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გადაინაცვლა, სად საექსპოზიციოდ 50-ზე მეტი სახეობის გირჩა იყო წარმოდგენილი.

ვრცლად

შეჯამდა 2015 წლის შედეგები

28 დეკემბერს, წინასაახალწლო განწყობა სუფევდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც, თანამშრომლების წინაშე ბაღის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაძე.

ვრცლად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი თურქული ჟურნალის ფურცლებზე

სტამბულის ნეზაჰათ გოქიითის ბოტანიკური ბაღის ჟურნალ „bağbahçe“--ში,  სტამბულის ნეზაჰათ გოქიითის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილის სალიჰ სერჯან კანოღლუს მიერ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესახებ დაიბეჭდა სტატია, სადაც ის აღფრთოვანებით საუბრობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ასწლოვან ისტორიაზე, ღირებულებაზე,

ვრცლად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი

,,ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი" - ამ ნომინაციით ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე, ,,მაგნოლია 2015"-ზე დაჯილდოვდა. 

ფორუმი, 22 დეკემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში, წელს პირველად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა

ვრცლად

EXPO 2016 ANTALYA-ში მონაწილეობის პირველი ეტაპი დაიწყო

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სახელით 2016 წელს მონაწილობას მიიღებს ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - „EXPO 2016 ANTALYA“-ში

ვრცლად

გირჩების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა

დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართა გირჩების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა.

ვრცლად

სატრასპორტო პარკი ახალი მანქანა-მოწყობილობით შეივსო

ბათუმის ბოტანიკური ბაღის სატრანსპორტო პარკის განახლება და ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა დიდი ხანია შეუქცევადი პროცესი გახდა.

ვრცლად